
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლა სამაგალითო მოქალაქეებს ზრდის. პედაგოგები მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების პატივისცემას ასწავლიან. სკოლაში მოზარდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ პროექტი ტარდება.
ახლახან, მეათე კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრები ჩაატარეს.
სასაუბრო თემა გახლდათ - ჩვენ ერთად დავამარცხებთ ბულინგს!
აქტივობას პედაგოგი თამარ კასრაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: