
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში დაიწყო სამოქმედო გეგმის განხორციელება.
13 თებერვალს, გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნაირა დევდარიანმა სკოლის მასწავლებლებისთვის ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე - „გლობალური კლიმატცვლილება“.
პრეზენტაციის მიზანი იყო გლობალურ კლიმატცვლილებასთან დაკავშრებით, სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ სამების საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გარემოსდაცვით ღონისძიებებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: