გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ
23-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. მოსწავლეები ასრულებენ, როგორც საინტერესო კომპლექსურ დავალებებს, ისე ჩართულნი არიან წარმტაც აქტივობებში, რაც მათ მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

მათ, შორის სკოლაში, ხელოვნების კათედრაზე, ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი, კომპლექსური დავალება - „ჩემი წიგნი“. მეორეკლასელებმა ილუსტრირებული წიგნები დაამზადეს, წარმოადგინეს ნამუშევრების პრეზენტაცია. საჩვენებელ გაკვეთილს პედაგოგი ნათია ყაჭეიშვილი ხელმძღვანელობდა. 

მუსიკის პედაგოგმა - ნინო ბერძენიშვილმა კი ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - „ანიმაცია და მუსიკა“. მოსწავლებმა მოუსმინეს ნაწარმოებებს ქართული ანიმაციური ფილმებიდან, შემდეგ კი იმსჯელეს მათ შესახებ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203