ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ჭეიშვილი, საგანმანათლებლო ვიზიტით, პარლამენტს ეწვია
23-02-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ჭეიშვილი, თერჯოლის მოსწავლე - ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებულ პროექტში - „ვიზიტი საქართველოს პარლამენტში“ მონაწილეობდა.

მოსწავლე, საგანმანათლებლო ვიზიტით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, გაეცნენ მის მუშაობას და ფუნქციებს. 

აღსანიშნავია, რომ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი, რაც მათ მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203