თბილისის N124 სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი და პედაგოგი საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
23-02-2023

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ირაკლი წიგნაძე, სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი მარიამ ჩხიროძე და მასწავლებელი მარინა ტარუღიშვილი, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. 

თბილისის სკოლებისთვის, შუალედური ღონისძიება, 19 თებერვალს სასტუმრო დიდუბე პლაზაში გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრის პრაქტიკული ნაწილი - მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი იდეები, აქტივობები, პრობლემის გადაჭრისათვის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის საკუთარი ხედვა. საბოლოო ჯამში ჯგუფებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები.

მოსწავლეებმა გამოავლინეს მსჯელობის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, სხვისი აზრის გათვალისწინების, პრეზენტაციის უნარები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203