
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათ, ცოდნის ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით მრავალფეროვან აქტივობებში რთავენ.
მათ შორის, ჯიმითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ლია გოგინაშვილმა, IV კლასში, ქართულ ენაში, ჩაატარა საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილი. გაკვეთილი გაჯერებული იყო საინტერესო და სახალისო აქტივობებითა და სასწავლო რესურსით.
მოსწავლეებმა იმუშავეს პაზლის აწყობაზე, კოგნიტურ სქემებსა და დიაგრამებზე.
სკოლის დირექცია პატარებსა და მათ მოტივირებულ პედაგოგს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: