სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დიდთოვლობის მიუხედავად, გაკვეთილებზე მიუხარიათ
23-02-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, უამინდობის მიუხედავად, სკოლის კარი სიხარულით შეაღეს. 

სწავლასმოწყურებული მოსწავლეები დიდთოვლობამ ვერ შეაშინა და სასწავლო პროცესი ბეჯითად გააგრძელეს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ვარლამ ჭიპაშვილმა, მის ერთგულ მოსწავლეებს მორიგი საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა... 

აღსანიშნავია, რომ სარგვეშის საჯარო სკოლის როგორც მოტივირებული მასწავლებლები, ისე მათი აქტიური მოსწავლეები საგანმანათლებლო პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203