ვახანის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის ფინალური ტურის პირველი ეტაპი ჩატარდა
22-02-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ პროექტი. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“, ფინალური ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

თამაში გუნდ „აპოლოს“ გამარჯვებით, ანგარიშით - 6:2 დასრულდა. დღის საუკეთესო მოაზროვნედ გუნდის კაპიტანი ლექსო არევაძე დასახელდა, რომელსაც სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

გუნდ „აპოლოს“ წევრები არიან: 

  • ლექსო არევაძე - კაპიტანი- XI კლასი;
  • ნიკოლოზ არევაძე-X კლასი;
  • ტარიელ არევაძე-XII კლასი;
  • საბა ღონღაძე- VIII კლასი;
  • მარიამ არევაძე - VIII კლასი;
  • თორნიკე არევაძე- XII კლასი.
აღნიშნული პროექტის ხელძღვანელია ამავე სკოლის მათატიკის პედაგოგი ლაური ღონღაძე.  ფინალური ტურის II შეხვედრა 1 მარტს გაიმართება და გუნდი „მედჰაუსი“ ითამაშებს.

„მადლობას ვუხდით გუნდ „აპოლოს“ თითოეულ წევრს, საინტერესო თამაშისათვის და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203