ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთნენ
22-02-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ პროგრამაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლა ახალი გამოწვევის წინაშეა - მოსწავლეები „ეკოსკოლის“ საგანმანათლებლო პროგრამას შეუერთდნენ.

„პროგრამა მონაწილე სკოლებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს გაჯანსაღების საქმეში და აღზარდონ თაობები გარემოსდაცვითი მოქალაქეობრივი სულისკვეთებით, ჩაერთონ გაცვლით პროცესებში და ეკოსკოლების ეროვნული და საერთაშორისო ქსელის საშუალებით გააზიარონ თავიანთი გამოცდილება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სკოლისათვის, რათა იმუშაოს საკუთარი გარემოს გასაუმჯობესებლად და გახდეს უფრო „მწვანე“, ნაკლებად ხარჯიანი და მეტად პასუხისმგებლიანი გარემოსთან მიმართებით.

პროგრამის 1-ელი საფეხური მოიცავს ეკოსისტემის ფორმირებას. კომიტეტის მიზანი გახლდათ პროგრამის მიმართულების განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა.პროცესის ცენტრში მოსწავლეების ჩართვა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ერთმანეთის მოსმენის, ლიდერობის, პატივისცემის, ფასილიტაციის, თანაგრძნობის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკების უნარებს გამოიმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ ეკოკომიტეტის პირველ სხდომა პროგრამის გაცნობისა და მომდევნო საფეხურისათვის განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვის მიზნით, 23 იანვარს ჩატარდა.  

„წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს,კომიტეტის ყველა წევრის საქმიანობა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203