„მკითხველთა თეატრი“ გურიფულის საჯარო სკოლაში
22-02-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობით მრავალფეროვან, საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში I - III კლასების მასწავლებელმა - ეკა გერგაიამ საინტერესო აქტივობა „მკითხველთა თეატრი“ ჩაატარა.

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ საინტერესო ნაწარმოებები წაიკითხეს, შემდგომ კი წაკითხული ტექსტებიდან აღძრული ემოციები და განცდები ერთმანეთს გაუზიარეს.

მოსწავლეებმა ასევე აქტივობის ფარგლებში, საყვარელი პერსონაჟი დაასახელს და მასზე ისაუბრეს.

„წარმატებები უნიჭიერეს, შრომისმოყვარე, მიზანდასახულ ეკა მასწავლებელს თავის მერცხლებთან ერთად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203