ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში „პოეზიის შუადღე“ გამართეს
22-02-2023
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. 

ისინი მუზეუმში სკოლის დირექტორთან - მთვარისა ახვლედიანთან ერთად იმყოფებოდნენ. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, პოეტის შესახებ ისაუბრეს და ლექსებიც წაიკითხეს.

ვიზიტმა ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„ლადოს ლექსით გამთბარი ჩვენ და მისი კარ-მიდამო. მე და ჩემი მეშვიდეკლასელები თოვლის საბანში გახვეულ პოეტის სახლ-მუზეუმს ვეწვიეთ.
აქ მოსვლა ყოველთვის გვიხარია, თუმცა დღეს ორი განსაკუთრებული მიზეზიც გვქონდა: ერთი, რომ გაკვეთილზე ლადო ასათიანის უკვდავი (და არა „მკვდრადშობილი“) „კრწანისის ყაყაჩოები“ ვისწავლეთ და მეორე, რომ კლასში იუბილარი გვყავდა და უკეთეს ადგილს სად ვიპოვიდით მისთვის ამ დღის გასალამაზებლად?!...
ასათიანთა ეზო-კარიც მოვიარეთ, ფოტოსურათებიც გადავიღეთ და იქვე სახელდახელოდ „პოეზიის შუადღეც“ გავმართეთ, რამაც სუსხი და სიცივე მთლად დაგვავიწყა...
ლადოს სოფელში ზამთარსაც სხვა ხიბლი აქვს და სხვა ძალა, მობრძანდით, თავად იხილეთ თეთრზღაპრადქმნილი ბარდნალა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203