ვანთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანზორ ქიზიყელაშვილი სხვადასხვა პროგრამულ ენას სწავლობს - ის კურსზე ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტია
22-02-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული და მონდომებული მოსწავლეები ჰყავს. 

ისინი სხვადასხვა საინტერესო პროექტში აქტიურად ერთვებიან. ერთ-ერთი მათგანი მე-11 კლასის მოსწალე ანზორ ქიზიყელაშვილია, რომელიც iOS Development- ის ბუთქმეფს დეკემბერში შეუერთდა და კურსზე ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტია.

მოსწავლის თქმით, დეველოპმენტი საინეტერესო და მოთხოვნადი პროფესიაა, ამიტომაც სხვადასხვა პროგრამული ენის შესწავლას ცდილობს. ის კურსის დასრულების შემდეგ iOS დეველოპერად დასაქმებას გეგმავს. 

აღსანიშნავია რომ ანზორ ქიზიყელაშვილი ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეა. სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203