ძველი ხიბულის საჯარო სკოლის 3 კურსდამთავრებულს ოქროს მედალი გადაეცა
22-02-2023
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს- მარიამ ზარანდიას, თათია ღურწკაიას და თორნიკე ზარანდიას კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.
ისინი მედლებითა და სერტიფიკატებით სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.
პედაგოგები კურსდამთავრებულთა მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ ოქროს მედლებს. წარმატებებით გევლოთ ცხოვრების გზაზე“,- ულოცავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს