„ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ასპარეზზე“ - პატარა ფოთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ თეკლა მოდებაძეს კუთვნილი მედალი გადაეცა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ თეკლა მოდებაძეს კუთვნილი ვერცხლის მედალი და სერტიფიკატი გადაეცა.
ის მედალით სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. პედაგოგები თეკლა მოდებაძის მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სოფელ პატარა ფოთის პედაგოგები მოსწავლეთა გავითარებასა და მოტოვირებაზე არიან ორიენტირებული.
„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ასპარეზზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. კურსდამთავრებული, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: