„იყო ყველა თაობისთვის მისაბაძი ერთეულების ხვედრია“ - ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგ გრიგოლ ბურჯალიანს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა 
22-02-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგ გრიგოლ ბურჯალიანს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი გადაეცა.

სკოლაში, მასწავლებელს მისი ღვაწლისა და პედაგოგიურ საქმიანობაში ჩადებული შრომისთვის ღონისძიება მიუძღვნეს და დამსახურებული ჯილდო მიულოცეს. ღვაწლმოსილ მასწავლებელს სასკოლო საზოგადოებამ სიმბოლური ვარსკვლავიც გაუხსნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის განსაკუთრებით საყვარელი კოლეგა და მასწავლებელია.

„გერქვას მასწავლებელი ადვილია, მაგრამ იყო ყველა თაობის საყვარელი და მისაბაძი მასწავლებელი ეს ერთეულების ხვედრია... და სწორედ ასეთია ჩვენი გრიგოლ მასწავლებელი... გილოცავთ, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებას ჩვენო ძვირფასო, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ჩვეული შემართებით მოღვაწეობას გისურვებთ....მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დაინახა და დააფასა გრიგოლ მასწავლებლის მართლაც საამაყო მოღვაწეობაა“, - პედაგოგს, დირექტორი ნანა ბურჯალიანი ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203