კოდის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
22-02-2023

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლას, „ალტე უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

შეხვედრა მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმრებმა მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს, წარუდგინეს პრეზენტაციები მათი უნივერსიტეტის შესახებ და შესთავაზეს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლების არჩევაც შეეძლებათ ჩვენს აბიტურიენტებს დაინტერესების შემთხვევაში.

სკოლა სტუმრებს მადლობას უხდის მობრძანებისთვის და საინტერესო შეხვედრის მოწყობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203