„ასეთი გასვლითი ღონისძიებები სასარგებლოა, როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე მოტივაციის ამაღლებისთვის“ - ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი ბაკურიანში
22-02-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში პედაგოგები არა მხოლოდ ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს ატარებენ, არამედ მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებაზეც ზრუნავენ.

სწორედ ამ მიზნით, პედაგოგებმა: ნესტან მანასიანმა და მაია ფხაკაძემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები ბაკურიანში წაიყვანეს.

როგორც თავად სკოლაში აღნიშნავენ ბაკურიანში მოსწავლეებმა დრო ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს. დღეები დატვირთული იყო მრავალი შემეცნებითი და სახალისო აქტივობით.

აღნიშნულმა დღეებმა მოსწავლეები ერთმანეთთან უფრო დაახლოვა.

ისინი ერთმანეთს უკეთ გაეცნენ და მეტად დამეგობრდნენ.

„ასეთი გასვლითი ღონისძიებები სასარგებლოა, როგორც ჯანმრთელობისთვის ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სოციალური უნარების გასავითარებლად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203