ნაგებერაოს საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - შორენა გაბელაიამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
22-02-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის  მასწავლებლები კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის მუდმივად ზრუნავენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია მუსიკის პედაგოგი შორენა გაბელაია, რომელმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგი ჩართული იყო მაძიებლობის პროგრამაში,  სადაც პრაქტიკული და აკადემიური კურსი წარმატებით გაიარა. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ ქალბატონ შორენას მიღწეულ წარმატებას და უსურვებენ სამომავლოდ კარიერულ წინსვლას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203