ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამარ კოპალიანი და ელენე ლეთოდიანი სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდნენ
22-02-2023
ცაგერის საჯარო სკოლას, არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში ბრწყინვალედ ასპარეზობენ. მათ შორის არიან მოსწავლეები: თამარ კოპალიანი და ელენე ლეთოდიანი.
მოზარდები, მოსწავლეთა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის, მესამე ტურში გადავიდნენ.
თამარი მე-12 კლასელია, რომელიც ქიმიისა და ბიოლოგიის საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
ელენე კი, მე-10 კლასელია და გეოგრაფიის ოლიმპიადაში ასპარეზობდა.
სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს - ნუნუ ჩაკვეტაძეს (ქიმიის მასწავლებელი), მაყვალა ხუბუკელაშვილსა (ბიოლოგიის მასწავლებელი) და გეოგრაფიის მასწავლებელ - მაკა ბენდელიანს უსურვებს წინსვლას და მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს