თბილისის N103 სკოლის მოსწავლეები სომეხი მწერლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ
22-02-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარულს უღვივებენ. მასწავლებლები მათ სხვადასხვა მწერლის საინტერესო ნაწარმოებებს აცნობენ და კითხვას აჩვევენ.

სწორედ ამ მიზნით, 19 თებერვალს, მე-3 კლასის მოსწავლეები ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი მწერლის პატივისცემა და მისი ხსოვნის უკვდავყოფა იყო. მოსწავლეებმა თავადაც წაიკითხეს მწერლის ლექსები და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ღონისძიების დასასრულს წიგნების ჩუქების ცერემონიალიც გაიმართა, რამაც დააგვირგვინა ღონისძიება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203