„ჯანსაღი თაობა იმედი ხვალის“- სასკოლო პროექტი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში
22-02-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა აქტიურად მუშაობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი პროექტი ეწყობა.
მათ შორის არის - „ჯანსაღი თაობა იმედი ხვალის“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობები ჩაატარეს.
ბავშვებმა არაერთ საკითზე, მათ შორის: „პანდემია და მოსახლეობის ცვლილება“; „ვიცოდეთ რითი ვიკვებებით!“; „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით!“ და ა.შ. დაყრდნობით, პლაკატები დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სხვადასხვა საკითხისადმი ინფორმირებულობასა და მათ აქტიურ ჩართულობას აქტუალური პრობლემის გადაჭრაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს