აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეები თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოუწოდებენ
22-02-2023

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ტარდება.

სკოლაში ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება სახელწოდებით - „წაიკითხე წიგნი ხმამაღლა“  ჩატარდა, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგებმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. მასწავლებელმა - შორენა ბერიშვილმა მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურა გააცნო.

ღონისძიებაზე მე-5 კლასის მოსწავლეებმა გიორგი შატბერაშვილის მოთხრობები წაიკითხეს.

მეექსვსეკლასელებმა კი ნიკო გომელაურის ლექსები გააჟღერეს. მათ მოამზადეს ფოტოკოლაჟი და თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ღონისძიების ფარგლებში მე-8 კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ბიბლიოთეკარმა  - დოდო გეგეჭკორმა მათთან ერთად ალექსანდრე ყაზბეგისა და ლევან გოთუას შემოქმედებიდან მათთვის საინტერესო ფრაზები, ეპიზოდები და აბზაცები წაიკითხა.

სკოლის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203