მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.
სწორედ ამ მიზნით, მასწავლებლები მათ საინტერესო აქტივობებსა და პროექტებში რთავენ. ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეები პროექტ „თეატრი მეორე სამყაროს“ ფარგლებში (ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი მერაბ ციმინტია) სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ თეატრს ესტუმრნენ.
მერვეკლასელები თეატრში სპექტაკლს - „მაკნატუნა“ დაესწრნენ. მოსწავლეები სპექტაკლით მოხიბლულნი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დარჩნენ.
მათ სპექტაკლის დასასრულს მსახიობებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ეს დღე თითოელი მოსწავლისთვის დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: