წალენჯიხის N4 სკოლის მეათეკლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საინტერესო დებატები გამართეს
22-02-2023
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეების ჩართულობით საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებენ.

ამჯერად, მე-10 კლასში გაკვეთილი კარლ პოპერის დებატების პროგრამის ფორმატით წარიმართა. საკამათო საკითხი (ვეფიხსყტაოსნიდან) ხვარაზმშას ძის მკვლელობა - „ქმნა მართლისა სამართლისა“ თუ „უბრალო სისხლის ვალად აღება?“ იყო.

გაკვეთილზე მოსწავლეები ორ ჯუფად დაიყვნენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები არგუმენტირებულად დაასაბუთეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დებატების მიზანი არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებისა და საჭირო მასალების/ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება იყო.


„მადლობა მოსწავლეებს არგუმენტირებული, ფაქტებზე ორიენტირებული მსჯელობისა და საკითხისადმი სიღრმისეული ცოდნის გამოვლენისათვის!

მართალია გაიმარჯვა „მტკიცებითმა გუნდმა“, თუმცა აქ დამარცხებული და გამარჯვებული არ არსებობს, ეს უბრალოდ თამაშის წესებია, ვულოცავ ორივე მხარეს, „თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ!“ , - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

„მტკიცებითი გუნდის“ სამეული: ნინო ზარქუა, მარი კვარაცხელია, ქეთევან კვარაცხელია, ხოლო „უარმყოფელი გუნდის“ სამეული: მარი ბესელია, ნანა გვილია და ნინო კვარაცხელია იყვნენ.

„მადლობა დარბაზს, მადლობა ნიკოლოზ შანავას ტექნიკური მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული მადლობა ნიკოლოზ მებონიას შეჯიბრის არბიტრს, მსაჯს, ობიექტური და არგუმენტირებული შედეგისთვის. მადლობა, მეიმედებით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203