ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლა მიმართულია მოსწავლეების სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისა და მათი აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
სწორედ ამ მიზნით სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება ეწყობა, რომელიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.
ერთ-ერთი ასეთი, დავით აღმაშენებლის ხსენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დავითობაა“.
აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავსირებით, სკოლაში ასევე ჩატარდა კონკურსი თემაზე - „დავით აღმაშენებელი“.
ღონისძიება, გაერთიანებული ძალებით მოამზადეს, ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის პედაგოგებმა: ნათელა ფევაძემ, ნაირა ჯოყილაძემ და იზა მელაძემ.
სკოლის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარმა ლეილა ბარამიძე, მოსწავლეებს დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრა.
იხილეთ ფოტოები: