ბობოყვათის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული საბა კაიკაციშვილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა
22-02-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის 2021 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - საბა კაიკაციშვილს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა.
მედლითა და აკადემიური მოსწრების სერტიფიკატით კურსდამთავრებული სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„სიტყვები ზედმეტია, საქმემ და ქცევამ ილაპარაკოს. გილოცავთ, ახდენილი ოცნებებითა და ღირსეული ნაბიჯებით გევლოს ცხოვრებაში. მადლობა, ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის შენს წარმატებაში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს