ავლევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ ჩინჩალაძემ ვიზუალური პროგრამირების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
22-02-2023

კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ ჩინჩალაძემ კოდის წერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. 

მსოფლიო „კოდის ერთი საათის ფარგლებში“ „როკო აკადემიის“ ორგანიზებით, ვიზუალური პროგრამირების რიგით მე-4 ეროვნული კვირეული ჩატარდა. 

ღონისძიება, 18 დეკემბერს, თბილისში ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

ამ არც თუ ისე მარტივ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა ავლევის სკოლის მოსწავლემ. მისი და მისი მეგობრის გამარჯვების აღსანიშნავად და საჩუქრების გადასაცემად „როკო აკადემია“ ადგილზე ეწვია სკოლას და უფასო მასტერკლასი შესთავაზა მარიამს და მის მეგობრებს.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში, საკუთარი ხელით შექმნეს რობოტები, გააჯიბრეს ისინი ერთმანეთს და გამარჯვებულიც გამოავლინეს. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და მიღწევებზე.

კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის დირექცია მარიამ ჩინჩალაძეს და მის ისტ-ის მასწავლებემს მაკა მეტრეველს წარმატებას ულოცავს, „როკო აკადემიას“ კი ღონისძიებისთვის მადლობას უხდის. 

„ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის უდიდეს მადლობას ვუხდით „როკო აკადემიას“ და მის ხელმძღვანელს ბატონ დავით ნოზაძეს. მარიამს კი უდიდესი წარმატებები და წინსვლა გვინდა ვუსურვოთ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203