თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის სახალისო ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
22-02-2023
თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ კონკურსი ეწყობა, რომლებიც როგორც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ისე ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

ახლახან, მე-7 კლასში სახალისო შეჯიბრი - „მარტივი ლოგიკა“ ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო ჯგუფური მუშაობის გაძლიერება.

ჯგუფებმა წარმატებით იასპარეზეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. მათ წამახალისებელი სერტიფიკატი გადაეცათ.

ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა მაკა მიშველიძემ გაუწია, რომელიც მადლობას უხდის ყველას ვინც ღონისძიების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. 

„მადლობა დახმარებისთვის სკოლის პედაგოგებს - თეა რიჟამაძეს და ეკატერინე კირკიტაძეს. ასევე, მადლობა რესურსების მოწოდებისთვის შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ვიმედოვნებთ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203