დაბა ხულოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
22-02-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ (ხელმძღვანელი - ჟუჟუნა ცეცხლაძე) ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების თემა გახლდათ - „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“.
მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლი აღნიშნეს, იმსჯელეს მის მოღვაწეობაზე, რომელმაც მარადიული კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში, ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე დამსწრე საზოგადოებისთვის, მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს