ალპანის საჯარო სკოლაში კლუბი „STEM-კლასი“ წარმატებით მუშაობს
22-02-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში STEM განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში კლუბი „STEM-კლასი“ წარმატებით ფუნქციონირებს და მოსწავლეებს მრავალფეროვენ და საინტერესო საკლუბო მუშაობას სთავაზობს. 

16 თებერვალს, კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

მოსწავლეებმა გაიაზრეს და დაწერეს შუქდიოდების ნათების ციკლური კოდი და ვირტუალური რესურსებისა და სიმულატორების გამოყენებით Tinkercad ონლაინ 3D მოდელირების პროგრამის საშუალებით შექმენეს შესაბამისი წრედი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს წინ კიდევ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით.

კლუბში გაერთიანებულნი არიან მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები. კლუბის ხელმძღვანელი კი მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი მაია ჩაჩხიანი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203