ოთის საჯარო სკოლაში თემაზე - „ტოლერანტობა“ ღია გაკვეთილი ჩატარდა
22-02-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. პედაგოგები მოსწავლეებს, როგორც საკუთარი ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. 

ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა - ნათია ტაბატაძემ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ჯუმბერ აბულაძემ, VII-VIII-IX კლასის  მოსწავლეებთან ერთად, ჩაატარეს ღია გაკვეთილი თემაზე -„ტოლერანტობა“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო ტოლერანტული უნარ-ჩვევების გამომუშავება, მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება, საკითხის გააზრება და ამ უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამოყენება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203