საერო სკოლა „ფარნავაზს“ მოსწავლეებმა პროექტის - „შექმენი შენი ბიბლიოთეკა“ ფარგლებში წიგნი შემატეს
22-02-2023

ქობულეთის, საერო სკოლა „ფარნავაზში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლის ბიბლიოთეკას როგორც დირექცია, ასევე მოსწავლე-მასწავლებლები საინტერესო წიგნებით ამდიდრებენ. 

ამჯერად, პროექტის - „შექმენი შენი ბიბლიოთეკა“ ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, „ფარნვაზის“ მკითხველთა კლუბმა საკუთარ ბიბლიოთეკას წიგნი -„კრაზანა“  შემატა.

აღსანიშნავია, რომ წიგნი მათ პირადი დანაზოგით შეიძინეს.

„მადლობა ბატონ შალვა ამონაშვილს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები სწორი გზით დავდივართ, „ფარნავაზის“ არსებობის 27 წლიანი ისტორია ამის დასტურია.. "პედაგოგიური სიბრძნის აკადემიის" (სტუდენტური წლები 1992-1994 ) კვალი დღემდე გვასაზრდოებს. "ფარნავაზელებო" გისურვებთ წარმატებებს ამ შესანიშნავ პროექტში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასევე კულინარიული წრე ფუნქციონირებს, რომლის წევრებიც სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად მონაწილეობენ. ისინი მომავალში ახალი პროექტის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.

„მარტის თვის ბოლოს კულინარიული წრის წევრებისგან მომზადებულ ტკბილეულსაც დავაგემოვნებთ და წიგნის გარჩევა/გაანალიზებასაც მხიარულ,მყუდრო გარემოში შევძლებთ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლაში ემხრობიან და იზიარებენ მოსაზრებას : „ბავშვმა წიგნი უნდა დაინახოს დაბადების პირველი დღიდან. სახლში უნდა იყოს წიგნების კარადა, თაროები, სადაც წიგნებია. უნდა ხედავდეს ბავშვი, როდესაც იზრდება, რომ მამამ წიგნი აიღო ხელში, განმარტოვდა, კითხულობს, დედას წიგნი უჭირავს, ბებიასაც წიგნი აქვს. მკითხველი ხალხი უნდა დაინახოს ბავშვმა. მერე  ზღაპარს წაუკითხავს, ლექსებს წაუკითხავს, ასევე ბებიაც, მამაც. მე მესმის ხშირად, რომ ბავშვს ეუბნებიან: „ხომ იცი კითხვა, წადი და წაიკითხე!” არ შეიძლება ასე, ჩემო ძვირფასებო, ბავშვმა კითხვა კი იცის, მაგრამ მეოთხე-მეხუთე კლასამდე ბავშვებს უყვართ, როდესაც უფროსები უკითხავენ მათ.“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203