„მოგზაურობა წარსულში“- მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
22-02-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის პროექტი ეწყობა, რომელიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისკენ არის მიმართული. 

მათ შორის აღსანიშნავია, წარსულში „დროის მანქანით“, მოგზაურობა.

მოსწავლეებმა შეაგროვეს საინტერესო, უცხო და მნიშვნელოვანი ფაქტები ადრეული ეპოქებიდან და გაუზიარეს თანაკლასელებს. 

მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს უმაღლდებათ ცნობიერება კონკრეტული საკითხებისადმი, ეჩვევიან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას, აგრეთვე უვიტარდებათ შემოქმედებით და კრეატიული უნარები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203