
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და მათ კითხვის კულტურას ასწავლიან.
შესაბამისად, სკოლაში ხალისით აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. მოსწავლეები სლოგანს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ შეუერთდნენ და სასურველი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები ხმამაღლა წაიკითხეს.
მოსწავლეები მსოფლიო კამპანიაში სიხარულით ჩაერთნენ და სხვებსაც წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები: