ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საწერეო მუშაობა
22-02-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში წრე ფუნქციონირებს.
წრის წევრთა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის თემა იყო ზღაპრების წაკითხვა-განხილვა.
ბავშვებმა წაკითხულთან დაკავშირებით, გამოთქვეს საკუთარი აზრი და ვარაუდები, შემდეგ კი პედაგოგმა ვენის დიაგრამა შესთავაზა. მოსწავლეებმა თითოეული დავალება ხალისით შეასრულეს.
წრის ხელმძღვანელი ბიბლიოთეკარის დამხმარე ნადია ჩეჩელიანი გახლავთ.