
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად აგრძელებენ მუშაობასა და აქტივობების განხორციელებას, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.
პროექტი - „ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით“ სკოლაში მეორე წელია მიმდინარეობს და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს უვითარებს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ადამიანის, როგორც ჯანმრთელი და ჯანსაღი პიროვნების ფორმირებაში.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები თებერვლის განმავლობაში, საკუთარ დამრიგებლებთან და ხელოვნების პედაგოგებთან ერთად, თემასთან დაკავშირებით, აქტიურად მუშაობდნენ ნახატების შექმნაზე.
მოსწავლეთა ნამუშევრებიდნ შეირჩა საუკეთესო ნაშრომები და სკოლის შიდა სივრცეში ნახატების გამოფენა მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: