სპორტის მასწავლებლის - მელანია დოლიძის ჰოკეისტ მოსწავლეთა გუნდმა რესპუბლიკურ ტურნირში 1-ელი ადგილი დაიკავა
22-02-2023

მელანია დოლიძე მიზანდასახული, შრომისმოყვარე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სპორტის მასწავლებელია. ის საქმის სიყვარულით გამოირჩევა. პედაგოგი  მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და შეჯიბრში მონდომებით რთავს და მოტივაციას უმაღლებს.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი სკოლაში არა მხოლოდ სპორტს ასწავლის, არამედ ის ბალახის ჰოკეის გუნდს უდგას სათავეში. მისი გუდნის წევრები სხვადასხვა შეჯიბრში აქტიურად მონაწილეობენ და მოწინავე ადგილს იკავებენ.

ამჯერად, 4 – 5 თებერვალს, ბალახის ჰოკეიში, საქართველოს დამსახურებული მოღვაწის ნიკო ბარამიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში მოსწავლეებმა (როგორც ბიჭებმა, ასევე გოგოებმა) 1-ელი ადგილი დაიკავეს.

„მიყვარხართ და მეამაყებით, ჩემო ბავშვებო!“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203