სპორტის მასწავლებელი და ჰოკეისტთა გუნდის ხელმძღვანელი მელანია დოლიძე მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგებს
22-02-2023

მელანია დოლიძე სპორტის მასწავლებელია, რომელიც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის მიზანდასახულობითა და საქმის სიყვარულით გამოირჩევა. სწორედ ამ მახასიათებლებით, თავის მოსწავლეებს სპორტისადმი სიყვარულს უღვიღებს და მოტივაციას უმაღლებს.

აღსანიშნავია, პედაგოგის უდიდესი შრომა, რომელიც ყოველთვის თვალშისაცემია.

გარდა ბათუმის მე-17 სკოლაში სპორტის მასწავლებლობისა, ვეტერანი სპორტსმენი სკოლის ჰოკეისტთა გუნდს უდგას სათავეში, სადაც 35-40 მოსწავლე ვარჯიშობს. გუნდის მონაწილეები პედაგოგის მხარდაჭერით, სხვადასხვა შეჯიბრსა თუ კონკურსში მონაწილეობენ და წარმატებას აღწევენ.  

პედაგოგი სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ შეხვედრებს აქტიურად ესწრება და ბავშვებსაც რთავს მასში.

ამის ერთ-ერთი მაგალითია, 20-21 იანვარს სკოლაში არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა „ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტის პოპულარიზაცია მოზარდებში“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საჩვენებელი ვარჯიშები ჰოკეიში, მას უძღვებოდა თორნიკე თევდორაძე.

აღნიშნულ შეხვედრას მოსწავლეები დაესწრნენ, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და საინტერესო აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203