„ჩვენი ენა ქართული“-საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
22-02-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ და მათ საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, 21 თებერვალს, სკოლაში  ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა  (პედაგოგი - ლია შუბითიძე) მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპლექსური დავალება შეასრულეს. დავალების ბოლო ეტაპზე კი პრეზენტაცია თემაზე - „ჩვენი ენა ქართული“ გამართეს.

მეექვსეკლასელები ჯგუფებად დაიყვნენ და საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მათ თავიანთი ცოდნა მეშვიდეკლასელებს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. ბავშვებმა წარწერით - „შევაჩეროთ, ქართული ენის ჰიბრიდიზაციის, მისი ქართულ-რუსულ-ინგლისური ჰიბრიდად ქცევის საშიში ტენდეციები!“ პლაკატები მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური დავალებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203