ყაურმის საჯარო სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
22-02-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რომლებიც მოსწავლეთა მოტივირებას, მათი ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
21 თებერვალს, ყაურმის საჯარო სკოლაში პედაგოგ ნარინე ღუკასიანის ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც სომხური ენის დღეს მიეძღვნა. ღონისძიებაში სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიება მათთვის შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს.