ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება
22-02-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლამ, სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, დაფინანსებული პროექტის - „მდგრადი განვითარება განათლებით იწყება, ერთად გლობალური მიზნებისკენ“ პრეზენტაცია გამართა.

პროექტი სამოქალაქო განათლებისა და სხვა საგნების ინტეგრირებით განხორციელდება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი დაკავშირებულია ეროვნული სასწავლო გეგმის რომელიმე საგნის სამიზნე ცნებასთან და მასთან დაკავშირებულ მკვიდრ წარმოდგენებთან. სასკოლო პროექტი ორიენტირებულია მოსწავლეთა პროგრესზე. სასკოლო პროექტის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაა კათედრებს, მასწავლებლებსა, სკოლის ადმინისტრაციას, მშობლებს, თემსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

„პროექტში გათვლილია, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაზე. პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული კლუბის, ცალკეული მასწავლებლის თუ მოსწავლის მუშაობასა და ჩართულობას, არამედ არის სკოლისთვის შესაძლებლობა, ცოდნის ამაღლებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების, წარმოადგენს თანამშრომლობის უწყვეტ პროცესს. პროექტის მთავარი მიზანია სოლიდარობა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოსადმი. არსებული თანამედროვე გლობალური პრობლემების შემცირება.

მდგრადი განვითარება განათლებით იწყება. განათლება კი ფუნდამენტალური უფლება და მდგრადი განვითარების მძლავრი საშუალებაა. მდგრადი განვითარება პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს იმგვარად, რომ მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. თითოეული ჩვენგანის პიროვნულ არჩევანს დიდი ძალა აქვს და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ლოკალურ და გლობალურ გამოწვევებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203