ჯიმითის საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ
22-02-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს ხალისით სწავლობენ. ამისთვის კი პედაგოგი მათ მეტად საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.

ამჯერადაც, ჯიმითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ნანა გეთიაშვილმა, I კლასში საინტერესო და მრვალაფეროვანი გაკვეთილი ჩაატარა. მოსწავლეებმა ასე-ბგერა „ჟ“ შეისწავლეს და სხვადასხვა აქტივობაში ხალისიანად ჩაებნენ.

სკოლაში პატარებსა და მათ მოტივირებულ პედაგოგს წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. პედაგოგები მოზარდებს ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით სხვადასხვა აქტივობაში რთავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203