ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ თამაშში მოსწავლეები პედაგოგებს დაუპირისპირდნენ
23-04-2018
ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ფინალური თამაში გაიმართა.
თამაშში ერთმანეთს პედაგოგები და XI კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.
თამაშს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: საქართველოში „რა?სად?როდის?“ კლუბის დამაარსებელი გიორგი მოსიძე, უბნის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი განადი მარგველაშვილი, ქუთაისის ინტელექტკლუბის წევრები: ბროლის ბუს მფლობელი სერგო თევდორაძე და ზაალ ხონელიძე.
სტუმრებმა კითხვები დაუსვეს კლუბის წევრებს და საბოლოოდ თამაში მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს