თბილისის N132 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები ფსიქოლოგიის ტრენინგკურსს გადიან
22-02-2023
თბილისის N132 საჯარო სკოლის ქართული სექტორის Xა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის შორენა ცაბაძის ხელმძღვანელობით, პროექტში - „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ჩაერთნენ.
მოსწავლეები შეუერთდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, მათ შორის ფსიქოლოგიის ტრენინგკურსის პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
18 თებერვალს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, X-XII კლასის მოსწავლეებისთვის, პროექტის - „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, ფსიქოლოგიის დოქტორის, ევროპაში აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის მომზადებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ტრენინგკურსის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მეათეკლასელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და აქტიურად ჩართულიყვნენ სპიკერების მიერ შეთავაზებულ თანამედროვე ფსიქოლოგიის მეთოდურ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ფსიქოლოგიის ტრენინგკურსის შემდეგი შეხვედრა შაბათს გაიმართება. სკოლის Xა კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელიან მათთან შეხვედრას.