ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუში მონაწილეობდნენ
21-02-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში მოტივირებული და ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა აქტივობასა და შეჯიბრში დიდი მონდომებით ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, შესაძლებლობები სკოლის X და XI კლასების მოსწავლეებმა მარიამ ბერაძემ, ნინო მუმლაძემ და თამთა პავლაძემ ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუში - „წიგნების თარო“ შესანიშნავად გამოავლინეს. მათ გუნდური მუშაობით კითხვებს თავი წარმატებით გაართვეს.

მოსწავლეებმა შოუს XIII სასკოლო სეზონში თბილისის N123 საჯარო სკოლას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203