თბილისის N12 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
21-02-2023

თბილისის N12 საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში,  მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

მათ მოსწავლეებს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიმდინარე რეფორმების, საერთაშორისო მისიების მნიშვნელობასა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე-ახალგაზრდებში საქართველოს  თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, ჯარის პოპულარიზაციასა და პატრიოტიზმის გაღრმავებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203