ეშტიის N2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინგლისური ენის ღია გაკვეთილი
21-02-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებენ. ისინი ასევე მოსწავლეთა ჩრთულობას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.

სწორედ ამიტომ, სკოლის მე-7 კლასში ინგლისური ენის მასწავლებლის - კარინე გრკიკიანის ხელმძღვანელობით, ღია გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა - „King Midas“ იყო. მეშვიდეკლასელები ბერძნულ მითოლოგიას გაეცნენ და საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს.

ბავშვები კლასში ჯგუფებად დაიყვნენ და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. ასევე საინტერესო ნახატი შექმნეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესში თითოეული მოსწავლე აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთო.

გაკვეთილი მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203