
ყვარლის N2 საჯარო სკოლა წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მუშაობს, ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და ნაკითხი, ინტელექტუალი თაობის აღზრდას.
რასაკვირველია, ყურადღების მიღმა არც საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა დარჩენილა.
ეს დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და საერთო სლოგნის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“, გარშემო ერთიანდება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
სწორედ ამიტომ, სკოლის მკითხველთა კლუბი „შემოქმედი“ ტრადიციულად შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდა მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. კლუბის წევრებმა წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის რომანი - „ადამიანთა სევდა“.
იხილეთ ვიდეო: