ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლი ღონისძიებაზე აღნიშნეს
21-02-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება ეწყობა, რომლებიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

მათ შორს აღსანიშნავია, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც VI კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლისა და ისტორიის პედაგოგის - თინა ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.

როგოც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს დავით აღმაშენებლის მიღწევებზე, გაიხსენეს მისი მეფობის ხანა და იმსჯელეს ქვეყნის ისტორიაში მის მნიშვნელოვან როლზე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა კოსტიუმირებული წარმოდგენა მოაწყვეს, ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203