
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მასწავლებლები მათ საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.
მოსწავლეებმა ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „მე ვხედავ მზეს“ შეისწავლეს. მათზე აღნიშნულმა რომანმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ზღვა ემოციით აავსო. მათ წაკითხული წიგნი განიხილეს და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.
მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა სკოლაში საინტერესო პლაკატები წარწერით - „მე მხედავ მზეს“ და „ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ შექმნეს.
მათ ასევე მზე დახატეს და მის ირგვლივ ადამიანის გრძნობებისა და თვისებების გამომხატველი წარწერები დაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ წაკითხული ნაწარმოებების განხილვა მოსწავლეეებში მსჯელობის უნარს ავითარებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: